შეხვედრა ბოლნისის მცხოვრებლებთან-ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლნისში იმყოფებოდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენელებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

მთავრობის წევრებმა სოფელ დარბაზის, ტანძიისა და რატევანის მაცხოვრებლებს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე დეტალური ინფორაცია მიაწოდეს და 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, წყალმომარაგებით უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესების საკითხებს. 2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 8 400 000 ლარის ღირებულების 35 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მათ შორის: 6 200 000 ლარის ღირებულების 16 ინფრასტრუქტურული პროექტი – საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით 2 200 000 ლარის ღირებულების 19 ინფრასტრუქტურული პროექტი კი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.ბოლნისის სოფლებში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ტურისტულ პოტენციალზე გამახვილდა, მოსახლეობას ინფორმა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მიაწოდა.