შვიდი წლის გოგონას შხამიანმა გველმა უკბინა

შვიდი წლის გოგონას გველმა უკბინა. შემთხვევა თელავში,ტაბიძის ქუჩაზე მოხდა. ბავშვის მშობლების ინფორმაციით, გოგონამ ეზოში თამაშის დროს შუბლისა და საფეთქლის არეში ტკივილი იგრძნო.

მცირეწლოვანი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმებმა სათანადო მკურნალობა ჩაუტარეს.

ამ დროისთვის გოგონა სახლში იმყოფება, თუმცა სისხლში მცირეოდენი ცვლილებების გამო რამდენიმე დღის განმავლობაში მას მედიკოსების მეთვალყურეობა სჭირდება.