“რუსთავი 2 უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში”-გენერალური დირექტორის საგანგებო განცხადება

ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მისმა ყოფილმა ადვოკატმა და ტელეკომპანიის ამჟამინდელმა დირექტორმა პაატა სალიამ გააკეთა.

,,რუსთავი 2″-ის ამჟამინდელი დირექტორის, პაატა სალიას თქმით, კომპანიის წილებს გასხვისების პროცესი საჯარო იქნება. მისივე განცხადებით, პოტენციური მყიდველების შესახებ მედიას ინფორმაცია ექნება.

“ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ ,რაც გამოწვეულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში , ჩვენი აზრით კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება და მტკიცებულებები. საბოლოოდ ჩვენ ამასთან დაკავშირებით ,პოზიცია გვექნება იმ აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდგომ, რომელიც უნდა განხორციელდეს კომპანიაში. თუმცა დღეის მდგომარეობით ,ვინაიდან კომპანიის დოკუმენტაციას ვეცნობი, პარალელურად იმისა, რომ ვახორციელებთ ყველა მოქმედებას რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი მოქმედებისთვის,”-განაცხადა სალიამ.

პაატა სალიას განცხადებით, კომპანიას აქვს ძალიან დიდი ვალები, რომლის გადახდაც მოახლოებულია. მისივე თქმით, კრედიტორები ითხოვენ უახლოეს დღეებში ამ ვალების გადახდას.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში არსებობს სრულიად ფაქტობრივად სამართლებრივად იმგვარი მდგომარეობა ,რომ კომპანია უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამთ შეგნებულად, ეს არ მოხდება და რუსთავი ორი არასდროს არ გაკოტრდება. სწორედ ამისთვის რომ ეს არ მოხდეს მიღებული იქნა ქიბარ ხალვაშის მიერ ეს გადაწყვეტილება,”-განაცხადა პაატა სალიამ.

მოქმედი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ერთდერთი ვისაც ქიბარ ხალვაში ტელევიზიას არ მიჰყიდის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.