ხანძარი მე-13 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (+ფოტო)

ხანძარი რუსთავში მე-13 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ცეცხლი სავარაუდოდ გამხმარ ბალახს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფი და ისინი ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.