ხიდის ჩანგრევას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხიდის ჩანგრევას 24 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა პაკისტანში მოხდა.

ხიდის ჩანგრევისას ავტობუსი მდინარეში ჩავარდა, რომელშიც 24 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ და ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
ავტობუსში მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.

პოლიცია და ადგილობრივი მცხოვრებლები დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ.