ავარიას ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

გუშინ, გვიან ღამით ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა ქვეითს დაეჯახა. მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი 35 წლის ბიჭი ადგილობრივია. გავრცელებული ინფორმაციით მძღოლი , რომელიც ახალგაზრდას დაეჯახა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.