ავტობანზე მანქანა იწვის

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, გადაკეტილია მოძრაობა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით.

ადგილზე ამ წუთებში ელოდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.