აფრიკის რეგიონებში ხანძარია-მასშტაბები ამაზონის ტყეებში არსებულ ხანძრებს აღემატება

ცენტრალური აფრიკის რეგიონებში ხანძარია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ხანძარი მასშტაბებით ამაზონის ტყეებში არსებულ ხანძრებს აღემატება.

როგორც „ნასას“ რუკები აჩვენებს, ხანძრებს ამაზონის გარდა მსოფლიოს სხვა წერტილებშიც ებრძვიან, ყველაზე მასშტაბური ხანძრები კი სწორედ აფრიკის რეგიონში ფიქსირდება.

კერძოდ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ანგოლაში სამჯერ უფრო მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ვიდრე ბრაზილიაში.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ამ ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით 6 902 ხანძრის კერაა, მის მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი 3 395. თუმცა, „ნასას“ რუკები ცეცხლი ძირითადად ბალახს უკიდია თუ ტყეებს ვერ აფიქსირებს.