ბავშვის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფართებაზე დღეს იმსჯელებენ

თბილისში, პეკინის გამზირზე 3 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ 51 წლის თამარ საძაგლიშვილს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ , რომ ” თამარ საძაგლიშვილს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლს კოდექსის 19-117 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას გულისზმობს”

ასევე, უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო თამარ საძაგლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე დღეს, 30 აგვისტოს 11:00 საათზე იმსჯელებს.