ბაზარზე ახალი, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “რაინეარი” შემოდის

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი მოაწერენ.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრება.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.