“გაიცანი შენი რეგიონი”- ფოლადაურში პირველი ნაკადი გაემგზავრა (+ფოტო)

ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით სამ დღიანი ტურები დაიწყო. სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, პირველი ნაკადი ბოლნისის ტურში დღეს დილით გაემგზავრა.

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში სამ დღიანი ტურები 11 ნაკადად მოეწყობა, თითო ნაკადში 25 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. აპლიკაციის შევსება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 15-21 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.