განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული დ.რ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორლულიანი სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.