გორში საფეხბურთო მატჩისას 40 წლის ქალი გარდაიცვალა

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, გორის ,,დილასა” და თბილისის ,,ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩის დროს, 40 წლის ქალს გულის შეტევა დაემართა. გულშემატკივარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი საავადმყოფოში გულის გაჩერებით შეიყვანეს.