დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე.  როგორც უწყებაში აცხადებენ,გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპლექსური აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ,დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი დაწერა და მოგვიანებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მას სოფელ ბობნევში 4-5 კაციანი ჯგუფი დაუპირისპირდა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციამ თავდასხმა ვერ შეაჩერა.