“დედამიწის ფილტვები” იწვის

ამაზონის ტყეებში ხანძარი უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანამგზავრული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ამაზონის ტყებში ხანძრის ფართობი 82 პროცენტით აღემატება იმ ტერიტორიას, სადაც შარშან იყო ხანძარი.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის. ბოლსონარუმ ეს განცხადება ვიდეომიმართვის სახით „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა. მანვე განაცხადა, რომ ხელისუფლება ამჟამად ხანძრების გაჩენის მიზეზებს იკვლევს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დიდი შვიდეულის წევრ სახელმწიფოებს სამიტზე ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძრის განხილვისკენ მოუწოდებს. საფრანგეთის პრეზიდენტი მსოფლიოს უდიდეს ტროპიკულ ტყეში გაჩენილ ხანძარს მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო კრიზისია. მაკრონმა დიდი შვიდეულის სამიტის წევრებს ორ დღეში შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც მთავარ საკითხად ამაზონში არსებული გასანგებო ვითარება იქნება განხილული.