„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს,-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 აგვისტოს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მესხიშვილის, ლეონიძის, ერისთავის, ბალანჩივაძის, დავით გარეჯის, სანაპიროს, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-16, მე-12, მე-17, მე-14 მიკრორაიონების ტერიტორიაზე.

19 აგვისტოს 11:30-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა.

19 აგვისტოს 15:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს წალკაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.