პეკინის გამზირზე ვიდეო კამერებმა გამვლელი ქალის მიერ ,სამი წლის ბავშვის დაჭრის ფაქტი დააფიქსირა. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს,თუ როგორ უახლოვდება ხალხმრავალ ადგილას უცნობი ქალი ქუჩაში მდგარ ოჯახს და მცირეწლოვანს ბასრი საგნით ჭრილობებს აყენებს. კადრებში ასევე,ჩანს შემთხვევის შემდეგ როგორ მისდევს მას დაშავებული არასრულწლოვანის მამა,თუმცა ქალი მის მიმართაც აგრესიულია.
შეგახსენებთ , უცნობმა ქალმა სამი წლის ბავშვს სახეზე ცივი იარაღი დაუსვა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. პოლიციამ ის ჯერ-ჯერობით ვერ იპოვა.
ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.მას ჟვანიას სახელობის კლინიკაში ქირურგილი ჩარევა ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო,რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში TV25 ავრცელებს.