კერძო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

დანიაში, ქალაქ ორჰუსში, კერძო თვითმფრინავს აეროპორტში დაშვების დროს, ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,თვითმფრინავში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 10 მგზავრიდან შვიდი მათგანი ამერიკელი მომღერლის, პინკის ტურის მონაწილეები იყვნენ, დანარჩენი სამი კი, ეკიპაჟის წევრი იყო.

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.