კიევში 119 არალეგალი მიგრანტი ,მათ შორის ქართველები ,დააკავეს

კიევში სამართალდამცველებმა 119 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ,ქვეყნის ეროვნული პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით არვცელებს.

ოპერაციის დროს პოლიციამ საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანა.

უწყების ინფორმაციით მათ მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს.

50 არალეგალ მიგრანტს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, 36 პირს უკრაინაში ყოფნის ვადა შეეზღუდა, 10 ადამიანი კი, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის განკუთვნილ ბანაკში გადაიყვანეს.

არალეგალი მიგრანტები „ტროეშჩინას“ სახელით ცნობილ ბაზარში მუშაობდნენ.