მამაკაცმა ძმას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა-შსს-მ რუსთავში ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს რუსთავში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას – 1977 წელს დაბადებულ პირს და მეუღლეს – 1978 წელს დაბადებულ პირსს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს.