მიხეილ სააკაშვილი-ვფიქრობდით, რომ რუსები არასდროს შემოიჭრებოდნენ თბილისში

პუტინი ვერ გავთვალე, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ რუსები არასდროს შემოიჭრებოდნენ თბილისში და ჩვენ ამაში ჩვენი დასავლელი მეგობრებიც გვარწმუნებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილიმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ ის დასავლელი მეგობრები, მიხეილ სააკაშვილის პასუხი იყო, რომ-ყველა.

„ყველა ამბობდა, რომ რუსეთი არასდროს შემოიჭრებოდა ჩვენთან. კონდი რაისი ამას გამუდმებით იმეორებდა. „მე ვიცნობ რუსებს, მე იქ ნამყოფი ვარ, მე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში დავდიოდი, ისინი შენს წინააღმდეგ პროვოკაციას განახორციელებენ, თუმცა არაფერს მოიმოქმედებენ“ – ეს იყო მათი შეფასებები. ერთადერთი, ვინც განსხვავებულად საუბრობდა, შტაინმაიერი იყო. მან ეს ძალიან ხისტად გვითხრა. მაშინ შტაინმაიერი ნაჩქარევად ჩამოვიდა საქართველოში. ის იმიტომ ჩამოვიდა, რომ ნერვიულობდა. მან იცოდა, შემოჭრა განხორციელდებოდა და უნდოდა ეჩვენებინა, რომ ისინი რაღაცის გაკეთებას ცდილობდნენ.- აღნიშნა ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა.