მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 89 ადამიანი დააკავეს

მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეები მოსკოვის საქალაქო სათათბიროში დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებს.

ამ დროის მონაცემებით პოლიციამ 89 ადამიანი დააკავა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან
ასევე პუშკინის მოედნის გათავისუფლება დაიწყეს.

ცოტა ხნის წინ საკუთარი საარჩევნო შტაბიდან გამოსვლისთანავე დააკავეს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ალექსეი ნავალნის დაარსებული ორგანიზაცია) იურისტი ლიუბოვ სობოლი.

ოპოზიციის სხვა დაურეგისტრირებელი კანდიდატების უმრავლესობა ჯერ კიდევ წინა შაბათის აქციის დროს დააკავეს და ისინი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან.