ოდესაში ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძარს უკრაინაში, ოდესის სასტუმროში 8 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი გვიან ღამით სასტუმრო ”ტოკიო სტარის” სამრეცხაო ოთახში გაჩნდა. დაღუპულების გარდა არის ათობით დაშავებულიც.

შემთხვევის ადგილზე 60-ზე მეტი მეხანძრე და 13 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძრის ლიკვიდაციას სამაშველო ჯგუფები 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, შენობიდან 130-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.