ორი გარდაცვლილი და 15 დაშავებული-ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თელეთთან

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ თელეთთან.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა.

არსებული ინფრომაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.