პატიმარი, რომელმაც ქალიშვილის ტანსაცმლით ციხიდან გაქცევა სცადა გარდაცვლილი იპოვეს

პატიმარი, რომელმაც ციხიდან გაქცევა ქალიშვილის ტანსაცმელში გადაცმულმა სცადა, გარდაცვლილი იპოვეს.

საპატიმროს ადმინისტრაციის ცნობით, 42 წლის პატიმარმა თავი მოიკლა.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს ნარკომოვაჭრემ რიო დე ჟანეიროს ციხიდან გაქცევა სცადა. დაკავების დროს მას 19 წლის შვილის ტანსაცმელი ეცვა, თავზე პარიკი, სახეზე კი სილიკონის ნიღაბი ეკეთა.

დამნაშავეს 73 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.