პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისში მდებარე მეჩეთში მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყურბან-ბაირამი ერთიანობის დღესასწაულია და საქართველოს სიძლიერე სწორედ მის მრავალფეროვნებაშია.

ყურბან-ბაირამი მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია და წინასწარმეტყველი აბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის მოხსენებას ეძღვნება. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.

ფოტო: imedinews.ge