რის გამო ხარვეზდებიან ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში?!

2019 წლის 1 იანვრიდან მ1 კატეგორიის ნებისმიერი მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია საკუთარი ავტომობილი, რეგისტრაციის თარიღის შესაბამისად, ტექინსპექტირების ცენტრში შეამოწმოს.

 

გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რის მიხედვითაც ავტომობილები პირველივე შემოწმებაზე ხარვეზდებიან, იაპონური წარმოების ავტომობილების შემთხვევაში ეს შუქამრეკლ ფარებს ეხება, რომლებიც კორექტირებას საჭიროებენ. პრობლემურ ავტომობილთა ყველაზე დიდ ნაწილს კი CO-ს დასაშვებზე მეტი რაოდენობით გამოყოფის გამო ახარვეზებენ.

როგორც ერთ-ერთ  ინსპექტირების ცენტრში  tv4-ს  განუცხადეს, სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო რთულია, რადგან საქართველოში შემორჩენილი ასეთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებები საბჭოთა კავშირის დროსაა წარმოებული და საკმაოდ მოძველებულია. დახარვეზებული ავტომობილების მფლობელს ხარვეზების გამოსწორებისთვის 30 კალენდარული დღე ეძლევა, რომლის შემდეგაც შესაძლებლობა აქვს ტექინსპექტირების ცენტრს საფასურის გადახდის გარეშე ისევ მიმართოს.