რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს (+ფოტო)

ქაშაკაშვილის, ბათუმისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია “გზატკეცილი+”-მა სამუშაოები 15 ივლისს დაიწყო და დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება. პარალელურ რეჟიმში მიწისა და მოასფალტების სამუშაოებიც უნდა განხორციელდეს, რომლის დასრულებაც ოქტომბერშია ნავარაუდევი.