,,რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე ინიშნება

რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე ინიშნება. შუბლაძეს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია არხზე წარსულში უკვე ეკავა. ბოლო პერიოდში კი, ჟურნალისტი “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში  სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.