საბაჟო გამშვები პუნქტის ,,გუგუთის” მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის „გუგუთის“ მიმართულებით, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის ს/გზის კმ 85-კმ 98-ზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება გზის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული მიმართულებით, შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს ისარგებლოს სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული ალტერნატიული სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტებით – „სადახლო საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“.- აღნიშნულია განცხადებაში.