საირმეში დამსვენებელი ხრამში გადავარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა საირმეში-კურორტის ტერიტორიაზე დამსვენებელი ხრამში გადავარდა და დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ტყეში სეირნობისას დამსვენებელი ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა, ფეხი დაუცურდა და ხრამში გადავარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.