სამხედრო სავალდებულო სამსახურში 4120-მდე მოქალაქის გაწვევა იგეგმება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში 4120-მდე მოქალაქის გაწვევა იგეგმება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ დაამტკიცა.
დადგენილების თანახმად , თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1500-ით განისაზღვრა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 1220-ით, შინაგან საქმეთა სამინისტროში – 1200-ით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში – 200-ით.
სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეების გაწვევა იგეგმება, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
2019 წლის საშემოდგომო გაწვევა 12 აგვისტოდან 2019 წლის 28 დეკემბრამდე განხორციელდება.