საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს.

„რვავე დაკავებული თავისუფალია და ისინი იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განაცხადა ​შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.

საქართველოს შვიდი მოქალაქე რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს დააკავეს. ისინი სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

ამასთან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი 18 აგვისტოსაც დააკავეს.