სატყეო სააგენტო-აგვისტო მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარსაშიში პერიოდია

,,აგვისტო, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარსაშიში პერიოდია, რაც ზრდის რისკებს. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას მაქსიმალურად გამოიჩინონ ყურადღება. “-ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ალადაშვილმა,სოფელ საყავრესან​ ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით კომენტირებისას  განაცხადა.

სოფელ საყავრესან ხანძრის ლიკვიდაციაში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებიც არიან ჩართულები.  კერების დამუშავებაში 60-მდე მეტყევე მონაწილეობს. ალადაშვილის ინფორმაციით, ცეცხლმა დაახლოებით 10 ჰექტარის ტყის ფართობი მოიცვა. ეს არის დაახლობით 40 წლის წინ გაშენებული ხელოვნური წიწვოვანი ტყე.

„ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო მცხეთა-მთიანეტის და შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე შექმნილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. აგვისტო, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარსაშიში პერიოდია, რაც ზრდის რისკებს. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას მაქსიმალურად გამოიჩინონ ყურადღება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება“, – დავით ალადაშვილმა.