საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი დმანისშია

დღეს, თბილისის დროით 14:20 საათზე, საქართველოში მოხდა 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისი იყო.

tv4-ის ინფორმაციით, დმანისში მცირე ბიძგები სოფელ გუგუთში იგრძნობოდა. როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლთა კოორდინაციის განყოფილების უფროსმა,თემურ ზურაბიშვილმა ,,ქრონიკას” განუცხადა, მიწისძვრის ბიძგები, მხოლოდ სოფელ გუგუთში იგრძნობოდა. მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შექმნილა.