სეს-პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა-ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა, სადაც 31 ობიექტი შემოწმდა. აქედან, 14-ში დარღვევები არ გამოვლინდა, 17 ობიექტი კი დაჯარიმდა – 13 ბიზნესოპერატორი,დაფასოების,მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო, ხოლო 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდა.

ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ და ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება დაევალათ, რასაც ზედამხედველობას სააგენტო გაუწევს.