სექტემბრიდან პირველკლასელები საჩუქრად განახლებულ “ნეთბუქებს” მიიღებენ

ახალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქს“ მიიღებს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გაეძლიერებინა ძველი ბუქები, რომლებიც რეფორმით დაანონსებული სწავლების სტანდარტებს ვეღარ პასუხობდა.

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე განახლებული პროგრამებით აღჭურვილ კომპიუტერებით ისწავლიან. მნიშვნელოვანია, რომ კომპიუტერები აღჭურვილი იქნება „მაიკროსოფტ 365-ის“ ლიცენზირებული პროგრამებით.

გაორმაგდა მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რაც უფრო მეტი პროგრამის ინსტალაციისა და გაორმაგებული სიჩქარით მუშაობის საშუალებას მისცემს მოსწავლეებს.აგრეთვე, წლის ბოლომდე კი თბილისსა და რეგიონებში 400 სკოლა დამატებით უსადენო ინტერნეტით იქნება აღჭურვილი.