სოფელ მარაბდასთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდასთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ტრაილერი და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.