საპენსიო სააგენტო მოსახლეობას კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს.

„სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებგვერდები, რომლებსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ყალბი ვებგვერდები უკანონოდ იყენებენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას.

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი.”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა და საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.