უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

12-15 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნულ სააგენტოში ავრცელებენ . “ტემპერატურულ რეჟიმს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხეთ-დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა განსაზღვრავს. ჰაერის ტემპერატურა 12-13 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა, ბარში და მთაში +28, +33, ხოლო 14-15 აგვისტოს +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი.”-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, თბილისში უნალექო და თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.