საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა მიმდინარეობს

სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილებისთვის ოჯახის ყველა წევრს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 2 წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა დასჭირდება-ცვლილების შესახებ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მსჯელობენ.

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრები რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო პირების რეგისტრაციას და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილების შეტანის შესახებ მსჯელობენ.
ცვლილების მიხედვით, საცხოვრისით დაკმაყოფილებისთვის ოჯახის ყველა წევრს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინიმუმ 2 წლიანი რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა დასჭირდება. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე არცერთ ქალაქში არ არის რეგისტრირებული, ის სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილდება. სხდომაზე საკითხი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ წარადგინა.

შეგახსენებთ რუსთავში 52 ოჯახზე გათვლილი დროებითი სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დასრულდა და ბენეფიციარები ფართით თვის ბოლომდე დაკმაყოფილდებიან .