ფესტივალ „ექოვეივსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 16 პირი დააკავეს

პოლიციამ ანაკლიაში, ფესტივალ „ექოვეივსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო სამი – ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულებისაგან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. სამი დაკავებულისგან კი, ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებითა და 177-ე მუხლით მიმდინარეობს.