ქალს რომელმაც პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი დაჭრა, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

ქალს, რომელმაც პეკინის გამზირზე ცივი იარაღით 3 წლის ბავშვი დაჭრა, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ, სასამართლო დაკავებული ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, როდესაც, პეკინის გამზირზე, დაკავებულმა მცირეწლოვანი სახის არეში დაჭრა.

ბავშვი ჟვანიას სახელობის საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – „ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ბინაზე უნდა გავწეროთ. პაციენტს საკმაოდ ღრმა ჭრილობები აღენიშნებოდა ცხვირის ფუძის და მარჯვენა ლოყის მიდამოში. ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება და გაკერვა მოხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ის შემდგომი მკურნალობის მიზნით პალატაში მოთავსდა. ამჟამად, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ის რეკომენდაციებით სახლში გაეწერება. პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს“, – განაცხადა გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგმა ნათია ვასაძემ.