ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მივლინებებში 6 137 ლარი დახარჯა

სახელმწიფო აუდიტის ბიუჯეტის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მივლინებებზე ჯამში 28 649 ლარი დახარჯა.

მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯი კახეთის რეგიონის ადმინისტრაციას ჰქონდა. კერძოდ, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციამ, მიმდინარე წლის 6 თვეში მივლინებებზე 6 255 ლარი დაიხარჯა.

ყველაზე მცირე ბიუჯეტიანი მივლინებები კი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ჰქონდა. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტებში სულ 207 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს, სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მივლინენებზე 6 თვეში 6 137 ლარის ოდენობის თანხა დახარჯა.