ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შემდეგ ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა, ერთ-ერთში მსხდომმა მგზავრებმა კი გადმოსვლა ვერ მოასწრეს.

ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ავტომობილი საწვავად გაზს იყენებდა.

კადრებს შემთხვევის ადგილიდან სოციალური ქსელის მომხმარებელი გოგიტა ოდიშარია ავრცელებს.