ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირები წალკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ (+ფოტო)

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი პირები ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა წალკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრიორიტეტული განსახორციელებელი სამუშაოებისა და ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ბარეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ქალაქ წალკის #1 და #2 საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაო კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.დასრულდა ბეშთაშენი-თბილისი-წალკის საავტომობილო გზიდან სოფელ ბეშთაშენის ხიდამდე ბეტონის საფარის მოწყობის პროექტი. ამ მონაკვეთის მოწესრიგება შვიდი სოფლის მცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული საჭიროება იყო.