1 სექტემბრიდან კომპანიები ვალდებულები იქნებიან შრომის უსაფრთხოების მენეჯერი დაიქირაონ

  1 სექტემბრიდან კომპანიები ვალდებულნი ხდებიან შრომის უსაფრთხოების მენეჯერი დაიქირაონ. 2019 წლის 1 სექტემბრიდან , შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები,არა მხოლოდ საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე, არამედ ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე გავრცელდება.

კანონის თანახმად თითოეულ საწარმოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი უნდა ჰყავდეს, რომელიც სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ სერტიფიცირებულ პროგრამას გაივლის.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს და ამ პროფესიას დაუფლების მსურველ პირებს შეუძლიათ  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ კურსზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში დარეგისტრირდნენ. 1 თვიანი  სწავლების ბოლოს ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეებს  სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატი გადაეცემათ.