10 მაისიდან დღემდე სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოვლინდა

2019 წლის 10 მაისიდან დღემდე სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოვლინდა- აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამი თვის წინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.რომლის მიხედვითაც, სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ადგილებში გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით;
იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ მათ მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.