14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

14 წლის ბიჭი დენის დარტმის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ჭიათურაში, წუხელ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით,არასრულწლოვანი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.