21 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 აგვისტოს 09:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა, მთისძირი, კონოსტუდია, თელეთი, გამარჯვება. 15:00-დან 19:00 საათამდე – სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი, გამარჯვება, ლოჭინი, ლილოს დასახლება, სართიჭალა. 15:00-დან 18:30 საათამდე – სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, მზიანეთი.

16:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, ქვემო ოროზმანი, მთისძირი, საფარლო და მიმდებარე სოფლებს. 11:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებში აზიზკენდი, ალგეთი, თაზაქენდი, ლეჟბადინი, პირველი ქესალო, თაზაკენდი, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭაპალა, რაჭისუბანი, სამტრედო, მწყნეთი, მუხრანა, სავანეთი. 12:00-დან 16:00 საათამდე – სოფლებში მამხუტი, ტალავერი, მუხრანა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.